Nvidia გახდა პირველი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებამაც 5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა - Palitra News

Nvidia გახდა პირველი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებამაც 5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

2025-10-30 13:42:29+04:00

Nvidia გახდა პირველი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებამაც 5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ოთხშაბათს ჩიპების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 5.5%-ით გაიზარდა, რამაც მას საშუალება მისცა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საბაზრო ფასის მქონე ბიზნესი გამხდარიყო.

როგორც CNBC წერს, „ხელოვნური ინტელექტის სფეროში წლების განმავლობაში უზარმაზარი მოგების შემდეგ, ჩიპების მწარმოებელი კომპანია როგორც „მეინ სტრიტის“, ასევე „უოლ სტრიტის“ ფავორიტი გახდა.

გამოცემის ცნობით, ინდივიდუალური აქციების გათვალისწინებით, 5 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ეკვივალენტურია: ორი Amazon-ის, 23 McDonald’s-ის, 25 Disneys-ის, 50 Nike-ის ან თუნდაც 96 Ford Motors-ის.