შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-მდე ქვეყნის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა. მონაწილეებმა განიხილეს იარაღით უკანონო ვაჭრობის ტრენდები, რეგიონში არსებული კრიმინალური სქემები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მონაწილე სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების განსაზღვრა.