საქართველოს მასშტაბით არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება - Palitra News

საქართველოს მასშტაბით არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება

2025-10-30 15:28:31+04:00

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება. ინფორმაცია გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე გაავცელა. მან მთავრობის წევრებს დევნილ მოსახლეობასთან აქტიური და მჭიდრო კომუნიკაციისთვის მადლობა გადაუხადა.