„ქართულმა ოცნებამ“ 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა - Palitra News

„ქართულმა ოცნებამ“ 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

2025-10-30 19:15:51+04:00

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მმართველი პარტია მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვს: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სარჩელზე საუბრისას განაცხადა, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისას ისარგებლეს ორი კრიტერიუმით: „რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და რამდენად უქმნის კონკრეტული პარტია თავისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურს საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას”.