„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს - Palitra News

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს

2025-10-30 20:27:25+04:00

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს და დღეიდან სასამართლოს 9-თვიანი ვადა ექნება იმისთვის, რომ სარჩელი განიხილოს და „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო- ძლიერი საქართველოს“ არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს. რა მოხდება, თუკი სასამართლო ამ სარჩელს დააკმაყოფილებს - „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში რადიკალიზმი აღარ იქნება და იმის შესაძლებლობა გაჩნდება, რომ დემოკრატიული სივრცე შეიქმნას. აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებენ ხელისუფლების ოპონენტები - მათი განცხადებით, ხელისუფლების მიზანია კრიტიკული აზრის განადგურება.