საქართველოს ომბუდსმენის მოთხოვნით, უახლოეს მომავალში ეუთო/ოდირი ბოლო დროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებზე შეფასებას გამოაქვეყნებს. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.