„საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ახლად არჩეული მერები და საკრებულოები მუშაობას შეუდგნენ - ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სულ 7 პარტიაა წარმოდგენილი - Palitra News

„საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ახლად არჩეული მერები და საკრებულოები მუშაობას შეუდგნენ - ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სულ 7 პარტიაა წარმოდგენილი

2025-10-30 20:31:56+04:00

„საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ახლად არჩეული მერები და საკრებულოები მუშაობას შეუდგნენ. ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სულ 7 პარტიაა წარმოდგენილი. არჩევნების შედეგად მანდატები მოიპოვეს ოპოზიციური პარტიების რიგებიდანაც. დღეს თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას „ქართული ოცნების“ 45 წევრთან ერთად „ლელო-ძლიერი საქართველოს“, „გირჩისა“ და „კონსერვატორები საქართველოსთვის“ სულ 5 წევრი ესწრებოდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. მან იმის იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია მუშაობას კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს. ამის საპასუხოდ, ხელისუფლების ოპონენტებმა წინა მოწვევის საკრებულო გაიხსენეს, სადაც, როგორც თავად აღნიშნეს, ოპოზიციის არცერთ წინადადებას მხარდაჭერა არ მოჰყოლია.