პროტეზტის 337-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, პოლიციამ გუშინდელ დემონსტრაციაზე სულ მცირე 4 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები კი უცლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები. აქციის მონაწილეების განცხადებით, აუცილებელია პროსტესტი რუსთაველის გამზირზე გაგრძელდეს, რადგან ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ დიქტატურის ბოლომდე გაფორმებაში ხელს უშლის. გასული წლის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული თორნიკე გოშაძის დედის მარიზი კობახიძის განცხადებით, პროტესტისთვის უმნიშვნელოვანესია 28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ბევრი ადამიანი გამოვიდეს და თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსიროს.