Craft Your Future Career - ლიბერთის დასაქმების პროგრამა გრძელდება. ლიბერთიმ, ტრადიციულად გამართა ღონისძიება Craft Your Future Career, რომლის მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათთვის კარიერული განვითარების შესაძლებლობების შექმნა. ღონისძიება მიზნად ისახავს სტუდენტების მოზიდვასა და სხვადასხვა მიმართულებით დასაქმების ხელშეწობას. რამდენიმე წელია, რაც ლიბერთის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ აღნიშნულ კამპანიაში - Craft Your Future Career, რაც ახალგაზრდების მხრიდან საბანკო სექტორისადმი და კერძოდ, ლიბერთის როგორც დამსაქმებლისადმი მზარდ ინტერესზე მიუთითებს. ლიბერთისთვის ახალგაზრდების განვითარება და დასაქმება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ბანკი მომავალშიც განაგრძობს მსგავსი ინიციატივების განხორციელებას, რათა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს თანამედროვე ფინანსურ გარემოში და პრაქტიკული გამოცდილება მიიღოს ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში.