თბილისის საკრებულოში დღეს თბილისის მერს ელოდებიან. კახა კალაძე დედაქალაქის საკრებულოს წევრებს თბილისის მთავრობის შემადგენლობასა და სამომავლო ხედვებს წარუდგენს. დღესვე საკრებულო მერის მოადგილეების თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურების დანიშვნაზე თანხმობის გაცემის შესახებ იმსჯელებს. სხდომას ის 5 დეპუტატიც დაესწრება, რომელიც თბილისის საკრებულოში ოპოზიციის მანდატით შევიდა. რა გეგმა აქვს თბილისის მერიას და როგორ უყურებენ ამ პროცესს ის ოპოზიციური ძალები, რომელთაც 4 ოქტომბრის არჩევნებში არ მონაწილეობის გამო საკრებულოებში წარმომადგენელი არ ყავთ.