პრინცი ენდრიუ „პრინცის“ ტიტულს კარგავს და უინძორის სასახლეს ტოვებს - Palitra News

პრინცი ენდრიუ „პრინცის“ ტიტულს კარგავს და უინძორის სასახლეს ტოვებს

2025-10-31 12:37:35+04:00

პრინცი ენდრიუ „პრინცის“ ტიტულს კარგავს და უინძორის სასახლეს ტოვებს, მას შემდეგ, რაც სექსუალური ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებულ ჯეფრი ეპშტეინთან მისი კავშირის შესახებ რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიური მოკვლევა მიმდინარეობს. ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადეაში აღნიშნულია, რომ მეფის ძმა ამიერიდან ენდრიუ მაუნტბატენ უინძორის სახელით იქნება ცნობილი. ის სასახლეს დატოვებს და კერძო საცხოვრებელში, სანდრინგემის მამულში, გადავა. ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ ეს „ზომები აუცილებელია“ იმის მიუხედავად, რომ პრინცი ენდრიუ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. სასახლე ასევე გამოხატავს მხარდაჭერას ნებისმიერი და ყველა ფორმის ძალადობის მსხვერპლთა მიმართ.