ოპოზიციის წევრები უწყვეტ პროტესტზე, ძალების გაერთიანებასა და ბრძოლის შემდგომ გაგრძელებაზე კვლავ აქტიურად საუბრობენ. მათივე განმარტებით, ქუჩის პროტესტმა უწყვეტი ხასიათი არ უნდა დაკარგოს და მისი მასშტაბი აუცილებლად უნდა გაიზრდოს. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა. ხელისუფლების ოპონენტები ასევე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში საერთაშორისო პარტნიორთა ჩართულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საჭიროა ყველა დიპლომატიური არხის ამოქმედება - მათივე თქმით, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა მათ ბრძოლას განსაკუთრებულად აძლიერებს. კიდევ რას ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები.