“ქართული ოცნების” სარჩელი, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას მოითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლოშია - რამდენ ხანში იქნება ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები - Palitra News

“ქართული ოცნების” სარჩელი, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას მოითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლოშია - რამდენ ხანში იქნება ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები

2025-10-31 15:20:22+04:00

“ქართული ოცნების” სარჩელი, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას მოითხოვს, უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული მმართველობის დამკვიდრების მიზნით საკუთარი ოპონენტების პოლიტიკური ველიდან გაქრობა სურს. მათივე განცხადებით, ეს დემოკრატიული ქვეყნების ისტორიაში აქამდე არ მომხდარა და, როგორც ოპოზიციაში მიიჩნევენ, თუკი აღნიშნული პროცესი ბოლომდე მივა, საქართველო ევროკავშირისგან სრულ იზოლაციაში აღმოჩნდება. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიები სავარაუდო აკრძალვის შემდეგ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ოფიციალური იურიდიული რეგისტრაციის გარეშე აპირებენ. რამდენ ხანში იქნება ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები.