უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციებისგან გათავისუფლებას შეეცდება. ვიქტორ ორბანის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებას გეგმავს. მისივე თქმით, შეეცდება დონალდ ტრამპის დარწმუნებას, რომ უნგრეთი ენერგეტიკის საკითხში მილსადენების ქსელზეა დამოკიდებული და ამის გამო სანქციებისგან გათავისუფლება სჭირდება. მისივე თქმით, რუსული ენერგიის გარეშე, უნგრეთის ენერგომომარაგების ფასები ძალიან გაიზრდება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი 7 ნოემბერს, აშშ-ის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს.