თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა - Palitra News

თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

2025-10-31 15:39:41+04:00

თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკა, მიგრაცია და უსაფრთხოების საკითხები. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესსკონფერენციაზე ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ის ხედავს თურქეთს, როგორც ევროკავშირის ახლო მოკავშირეს და სურს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება. თურქეთის ლიდერმა კი აღნიშნა, რომ თურქეთსა და გერმანიას თავდაცვის ინდუსტრიაში დიდი პოტენციალი აქვთ და მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.