ლარის ოფიციალური კურსის გამოქვეყნება გვიანდება. აღსანიშნავია, რომ ეს ამ თვეში უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსის გამოქვეყნება 6 ოქტომბერს დააგვიანა.
„ბიზნესპრესნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკსაც დაუკავშირდა, თუმცა სებ-ში დაგვიანების მიზეზი არ განუმარტავთ.