პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟისა და პოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად. პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდგომ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება, რომელსაც ევროკომისარი, მარტა კოსი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს წარუდგენს. აღნიშნულ მოვლენებს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური მხარეები აქტიურად განიხილავენ.