სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება დაკავებების სერია. 30 ოქტომბერს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია, ხოლო ექსმინისტრ ირაკლი ქარსელაძის, გაბუნიასა და სხვა პირების ქონება - სულ 18 ობიექტი - გაჩხრიკეს. ინფორმაცია “ფინანსურმა პოლიციამ” გაავრცელა. ოპოზიციაში მიაჩნიათ რომ ხელისუფლების ქმედებები არ ემსახურება კორუფციასთან ბრძოლა, არამედ ეს არის შიდა პოლიტიკური შურისძიება. მათი განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლის დემონსტრაციას ცდილობს ოცნება.