შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - ამ საქმეზე 9 პირია დაკავებული.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს - სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის პისტოლეტები, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები.
ერთ-ერთი ბრალდებულისგან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.
აღნიშნული დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.