აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში მდებარე ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტრეინინგ-სემინარი ჩაატარა. ღონისძიების ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებისთვის თემატური პრეზენტაციაც ჩაატარეს. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დაესწრო.