„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი, მიხეილ გოგოლიძე კახეთის რეგიონში მდებარე ნარჩენების განთავსების ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას ადგილებზე გაეცნო.
მიხეილ გოგოლიძე საგარეჯოს, თელავის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალური ნაგავსაყრელებზე და ყვარელში მდებარე გადამტვირთავ სადგურზე იმყოფებოდა.
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”, 2013 წლიდან, 54 მუნიციპალურ ნაგავსაყრელს მართავს. კომპანია არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელების ევროპული სტანდარტების რეგიონული ნარჩენების ობიექტების ჩანაცვლების მიმართულებით მუშაობს.