თურქეთი 2 ნოემბერს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მომდევნო ეტაპების თაობაზე შეხვედრას უმასპინძლებს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, შეხვედრას დაესწრებიან მუსლიმური ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, კატარის, საუდის არაბეთის, ეგვიპტის, არაბეთის გაერთიანებული ემირატების, იორდანიის, პაკისტანისა და ინდონეზიის. შეხვედრაზე განხილული იქნება ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზაზე გადასვლისა და უსაფრთხოების ძალების განთავსების საკითხები. გასულ კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიანიშნა, რომ ის წინააღმდეგი იქნება ღაზის სექტორში უსაფრთხოების ძალებთან დაკავშირებით თურქეთის მიერ რაიმე როლის შესრულების.