კორუფციული გარიგებების ბრალდებით ყოფილ მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, ხელისუფლება კორუფციასთან შეუვალი ვერ იქნება და ამ მიმართულებით საგამოძიებო უწყებები მუშობას განსაკუთრებული ყურადღებით გააგრძელებენ. ამის საპასუხოდ, ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ძალოვანი უწყებების ქმედებები არა კორუფციასთან ბრძოლას, არამედ შიდა პოლიტიკური შურისძიებას უკავშირდება. მათივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ამ გზით კორუფციასთან ბრძოლის იმიტირებას ცდილობს.