ბათუმელი ძაღლი, კუპატა, ახლა უკვე ლიტერატურული პერსონაჟია - Palitra News

ბათუმელი ძაღლი, კუპატა, ახლა უკვე ლიტერატურული პერსონაჟია

2025-11-01 21:12:50+04:00

ბათუმელი ძაღლი, კუპატა, ახლა უკვე ლიტერატურული პერსონაჟია. მისი უცნობი თავგადასავლების შესახებ წიგნი გიორგი კეკელიძემ დაწერა, ხოლო პრეზენტაცია დღეს „თბილისი მოლში“ გაიმართა.ავტორი ამბობს, რომ ამ წიგნით კუპატას სიკეთის ისტორია უნდა გაგრძელდეს. პრეზენტაცია „პალიტრა L“-ის 20 წლის იუბილესთან ერთად გაიმართა. ამ თარიღის აღსანიშნავად, გამომცემლობამ მკითხველებისთვის განსაკუთრებული ღონისძიება, „საკითხავი ფესტივალი“ მოამზადა, რომელმაც მკითხველებს იმის შესაძლებლობა მისცა, რომ საკუთარი ბიბლიოთეკა შეექმნა და წიგნი ისევ ყოველდღიურობის ბუნებრივ ნაწილად გადაექცია. ფესტივალზე სტუმრებს ელით უამრავი სიახლე და ფასდაკლება. ფესტივალი ასევე, ოჯახური გარემოთი გამოირჩევა - საბავშვო სივრცეში პატარებს მათთვის საყვარელი გმირები ელოდებიან.