ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს - Palitra News

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს

2025-11-03 09:14:52+04:00

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს. ანგარიშის პრეზენტაცია ხვალ არის ჩანიშნული. ევროპარლამენტის ინფორმაციით, საკითხზე გაიმართება დებატებიც, რომელიც კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე იქნება ფოკუსირებული. კომიტეტის მომხსენებლები შეიმუშავებენ რეზოლუციებსაც დასკვნებითა და რეკომენდაციებით. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, ვროპული ინტეგრაციის პროცესში კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს შესამჩნევი პროგრესი აქვს, რაც მათივე თქმთ, შესაბამის შეფასებას საჭიროებს. „ქართული ოცნების“ მხრიდან დასავლეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს ოპოზიცია.