პროკურატურამ პირს, რომელმაც განსაკუთრებული სისასტიკით ორი ძაღლი მოკლა, ბრალდება წარუდგინა - Palitra News

პროკურატურამ პირს, რომელმაც განსაკუთრებული სისასტიკით ორი ძაღლი მოკლა, ბრალდება წარუდგინა

2025-11-03 09:16:00+04:00

პროკურატურამ პირს, რომელმაც განსაკუთრებული სისასტიკით ორი ძაღლი მოკლა, ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. ყვარელში 31 ოქტომბერს და 01 ნოემბერს ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით 2 ძაღლი მოკლა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.