უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ „პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილებისთვის მან გერმანიას მადლობა გადაუხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მთელი ტერიტორიისთვის საჭიროა მეტი სისტემა, რათა საკვანძო ინფრასტრუქტურული ობიექტები და ქალაქები დაიცვან. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, მტრის თავდასხმებისგან თავის დასაცავად მრავალკომპონენტიანი საჰაერო თავდაცვის სისტემაა საჭირო.