პროტესტის 340 დღე და გადაკეტილი რუსთაველის გამზირი - როგორია აქციის მონაწილეთა გეგმები - Palitra News

პროტესტის 340 დღე და გადაკეტილი რუსთაველის გამზირი - როგორია აქციის მონაწილეთა გეგმები

2025-11-03 12:15:55+04:00

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონების გამკაცრების შემდეგ, აქციის მონაწილეები პროტესტის გასაძლიერებლად, სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ. ერთ-ერთი შიმშილობაა. პროტესტის უკიდურეს ფორმას ამ დროისთვის ექვსი პირი მიმართავს. საპროტესტო აქციები გრძელდება რუსთაველის გამზირზეც, თემატურ მარშებს კი მოქალაქეები პერიოდულად ატარებენ. ამავდროულად, გზის უკანონოდ გადაკეტვისა და სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულთა წრე იზრდება. უწყების ცნობით, ბოლო 5 დღის განმავლობაში, აქციის 29 მონაწილეა დაკავებული. მათ შორის, რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს ბრალდებას ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.