საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში ხვალ გამოქვეყნდება. ევროპარლამენტის ინფორმაციით, საკითხზე გაიმართება დებატებიც, რომელიც კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე იქნება ფოკუსირებული. პრესკონფერენციის ფორმატში, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიღწევების შესახებ, ისაუბრებს ვროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი. საკუთარი მოსაზრებების გაჟღერებას გეგმავს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, საქართველომ მნიშველოვანი პროგრესი განიცადა, რაც შესაბამის შეფასებას საჭიროებს. თავის მხრივ, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან დაზიანებულ ურთიერთობებზე და ევროკავშირის ვალდებულებების შესრულების კუთხით არსებულ პრობლემებზე აქცენტირებს. რა განცხდებები კეთდება ანგარიშის გამოქვეყნებამდე, ერთი დღით ადრე?!