პოლიციამ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის შეძენა, შენახვა და ფლობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალა, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და მის კუთვნილ პერსონალურ კომპიუტერში ინახავდა. დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.