დიდი ბრიტანეთის პოლიცია მატარებელში მომხდარ დანით თავდასხმას ტერორიზმის შემთხვევად არ განიხილავს. დიდი ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის ოფიცრის ცნობით, კემბრიჯშირში, მატარებელში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული 10 ადამიანიდან, ორის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ასევე, ლავლესის განცხადებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირია დაკავებული, ორივე ბრიტანეთის მოქალაქეა.