ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა - Palitra News

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

2025-11-03 12:31:35+04:00

ავღანეთში მომხდარი 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მაზარ-ე-შარიფთან ახლოს, 28 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.

ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შარფატ ზამანის თქმით, დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 20-ს შეადგენს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 320-ს აღწევს. ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან სამაშველო ჯგუფები ყველაზე დაზარალებული პროვინციების - ბალხისა და სამანგანის - შორეულ სოფლებში ჩადიან.

ბალხის პროვინციის პრესსპიკერის, ჰაჯი ზაიდის თქმით, მიწისძვრამ მაზარ-ე-შარიფის სალოცავის, ლურჯი მეჩეთის ნაწილი დააზიანა.

მეჩეთი ავღანეთის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება და ითვლება და ის მე-15 საუკუნეშია აშენებული.