საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება - როგორ შეფასებას  ელოდებიან პოლიტიკური მხარეები ევროპელი ლიდერებისგან? - Palitra News

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება - როგორ შეფასებას  ელოდებიან პოლიტიკური მხარეები ევროპელი ლიდერებისგან?

2025-11-03 15:41:03+04:00

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში ხვალ გამოქვეყნდება. ევროკომისიამ საქართველოსთან ერთად სხვა კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი უნდა შეაფასოს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" ევროპელი ლიდერების ობიექტურ კრიტიკას კიდევ ერთხელ დაიმსახურებს. სახელისუფლებო გუნდს კი სულ უფრო ნაკლები მოლოდინი აქვს, რომ ბრიუსელი სამართლიან დამოკიდებულებას გამოიჩენს. "ქართული ოცნების" წევრები მიიჩნევენ, რომ ევროპულ ღირებულებებს არა საქართველო, არამედ თავად ბრიუსელი შორდება. უმრავლესობა ამ დრომდე ითხოვს ევროკომისრებმა დაგმონ და გაემიჯნონ 4 ოქტომბერს აათონელის სასახლეთან განვითარებულ მოვლენებს.