საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევრონესტის შემდგომ სესიებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს - Palitra News

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევრონესტის შემდგომ სესიებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს

2025-11-03 15:45:07+04:00

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევრონესტის შემდგომ სესიებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. საქართველოს სახელისუფლებო გუნდი აღნიშნული პლატფორმის წარმომადგენლების მხირიდან დიალოგისთვის მზაობას ელოდება და ასამბლეაში დაბრუნებას ევროპარლამენტის მხრიდან პატივისცემის შემთხვევაში აპირებს. რამდენიმე დღეა ქართული ოცნების კრიტიკის საგანი გახდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აჩვენა. უმრავლესობის შეფასებით, რეზოლუცია სუბიექტური და სამარცვინოა. ოპოზიციაში ევროპული სტრუქტურების მხრიდან კრიტიკული გზავნილები არ უკვირთ და ამბობენ, რომ ქართული ოცნების ქმედებების გამო ქვეყნის იზოლაცია ღრმავდება.