მოსამართლემ 71 წლის აზა ჩილაჩავას 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა - Palitra News

მოსამართლემ 71 წლის აზა ჩილაჩავას 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

2025-11-03 20:38:40+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ აზა ჩილაჩავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აზა ჩილაჩავას 1-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, რითაც დააკმაყოფილა შსს-ს მოთხოვნა.

ის დროებითი მოთავების იზოლატორს 2 საათში დატოვებს, ვინაიდან 24-საათიანი ვადა, სწორედ ამ პერიოდში ეწურება.

"ხვალ რომ გავიდე, ხომ ვიცი, რომ სისხლის სამართლით გამიშვებთ, მაგრამ მაინც დავდგები, ბოლომდე ვიბრძოლებ, - ასე მიმართა 2 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა, აზა ჩილაჩავამ შსს-ს წარმომადგენელს, რომელიც ჩილაჩავასთვის 1 დღიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აზა ჩილაჩავას გზის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება.