საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა. შანხაიში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანს შეხვდება. „ქართული მხარე“ მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი. მერაბ პაპაშვილი გაეცნო განცხადებებს, მერაბ რა გზავნილებით ჩადის პრემიერ-მინისტრი ჩინეთში? როგორ აფასებენ პრემიერის ვიზიტს საქართველოში