პოლიტიკური მხარეები აქტიურად განიხილავენ საქართველოში მსხვილი არაბული კომპანიის მიერ სამშენებლო პროექტის განხორციელების გეგმას - მედიაში გავრცელებული ცნობით, თბილისსა და გონიოში თითქმის 800 ჰექტარ ფართობზე ორი ანკლავი გაჩნდება. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ არაბულ კომპანიასთან დადებული გარიგება გამჭვირვალე არაა და ამ საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა არსებობს. ამის საპასუხოდ, “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებე, რომ საქართველო არაბულ მხარესთან ერთად შექმნილი ერთობლივი კომპანიის 33%-ს მიიღებს და მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ამ გზით საქართველო დიდ ფინანსურს სარგებელს მიიღებს.