აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტი 3,377,500 ლარით იზრდება.
ბიუჯეტის პროექტში ცვლილება ცოტა ხნის წინ ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა.
ცვლილება შეეხება ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებას, განათლებისა და კულტურის სფეროს დამატებით ხელშეწყობას და ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებას.