ლადო წიბახაშვილს სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა - Palitra News

ლადო წიბახაშვილს სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

2025-11-03 21:45:03+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ მხატვარი ლადო წიბახაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ნინო ენუქიძემ მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მას შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვა“ს ედავებოდა.

მანამდე ლადო წიბახაშვილის დედას პედაგოგს, ვალდორფის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელს მანანა ჯავაშვილს ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.