შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გამკაცრებული კანონებისა და 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნის ფონზე, განხილვის თემაა ოპოზიციის გეგმების საკითხი - Palitra News

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გამკაცრებული კანონებისა და 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნის ფონზე, განხილვის თემაა ოპოზიციის გეგმების საკითხი

2025-11-04 09:17:45+04:00

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გამკაცრებული კანონებისა და 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნის ფონზე, განხილვის თემაა ოპოზიციის გეგმების საკითხი. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გამარჯვების ერთადერთი გზა უწყვეტ პროტესტზე გადის. როგორც ამბობენ, მნიშვნელოვანია, საპროტესტო აქციების მასშტაბი გაიზარდოს და მეტად აქტიური სახე მიიღოს, არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ, საქართცელოს სხვადასხვა რეგიონში. დაიწყო თუ არა მსჯელობა კრიტიკულად განწყობილ ჯგუფებთან და მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებში ?- ხელისუფლების ოპონენტები კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა დასძენენ, რომ ბრძოლის გაგრძელებაზე ერთობა არსებობს.