ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების ფონზე, მთავრობის მეთაურის შანხაიში ვიზიტმა, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, “ქართული ოცნება” დასავლეთთან დაზიანებული ურთიერთობის, პარალელურად ჩინეთთან თანამშრომლობას ცდილობს, რაც მათივე განმარტებით, დემოკრატიული უკუსვლაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის, ლი ციანის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შანხაიში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.