ComCom-ის მედიასკოლაში ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის ეკონომიკური საკითხების გაშუქების შესახებ სემინარი ჩატარდა - Palitra News

ComCom-ის მედიასკოლაში ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის ეკონომიკური საკითხების გაშუქების შესახებ სემინარი ჩატარდა

2025-11-04 09:22:15+04:00

ComCom-ის მედიასკოლაში ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის ეკონომიკური საკითხების გაშუქების შესახებ სემინარი ჩატარდა. შეხვედრას ეკონომიკის დოქტორი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, ვახტანგ ჭარაია უძღვებოდა. სემინარის მონაწილეები გაეცნენ თუ რა განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკის ძირითად მაჩვენებლებს, როგორ განიმარტება ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, როგორ გამოიყენება ეკონომიკური ტერმინები და როგორ უნდა გააშუქონ ეკონომიკური საკითხები მარტივად და გასაგებად.