შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონების გამკაცრებისა და 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნის ფონზე როგორ გაგრძელდება პროტესტი - რა გეგმა აქვს ოპოზიციას - Palitra News

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონების გამკაცრებისა და 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნის ფონზე როგორ გაგრძელდება პროტესტი - რა გეგმა აქვს ოპოზიციას

2025-11-04 12:36:30+04:00

როგორ გაგრძელდება პროტესტი?! - შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონების გამკაცრებისა და 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნის ფონზე, ოპოზიციის გეგმების საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, გამარჯვების ხაზი უწყვეტ ბრძოლაზე გადის. თუმცა აქტიურად საუბრობენ, პროტესტის მასშტაბის ზრდაზე, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. ახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება, კვლავ მთავარ მოთხოვნებად რჩება. მოთხოვნების შესრულებამდე, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის შიმშილობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე. ყოველდღიურად, რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტთა შეკრებასთან ერთად, იზრდება დაკავებულთა რიცხვიც.