პოლიციამ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ღონისძიებების, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეზე უკანონოდ, ფულის სანაცვლოდ, ჯგუფურად გაასაღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.