სამეგრელოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საკითხები „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში სადრენაჟე სისტემების არსებულ მდგომარეობას, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები და ერთობლივი ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.