რა გზა განვლო საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე, საიდან დაიწყო  და როგორ განვითარდა მოვლენები - Palitra News

რა გზა განვლო საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე, საიდან დაიწყო  და როგორ განვითარდა მოვლენები

2025-11-04 15:41:28+04:00

ევროკავშირში გაწვრიანების სურვილი, მინიჭებული ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - ასეთია გზა, რომელიც საქართველომ წლების განმავლობაში საკუთარი ევროპული ინტერესების კვალდაკვალ გაიარა. ევროკომისიის მიერ წაყენებული რეკომენდაციების შესრულების პროცესზე მუშაობამ საქართველო ევროპულ გაერთიანებას სულ უფრო მეტად დაახლოვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბოლო წლებში "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მათ შორის უცხოური გავლენის გამჭშვირვალობის შესახებ კანონმა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ბარიერი აღმართა. ევროპელი ლიდერები საქართველოში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლაზე ალაპარაკდნენ. კრიტიკა სულ უფრო მეტად მზარდია. ამ ეტაპზე 2024 წლის 28 ნოემბერიდან საქართველოს ევროკავშირიში გაწვერიენებისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხი დღის წესრიგიდან 2028 წლის ბოლომდე ამოღებულია. დღეს საქართველო ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს ელოდება. რა გზა განვლო საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე, საიდან დაიწყო და როგორ განვითარდა მოვლენები?