გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა გერმანიაში მიიწვია. გერმანული მედიის ინფორმაციით, მერცს სურს, აჰმედ ალ-შარაასთან გერმანიიდან სირიელების დეპორტაციის საკითხი განიხილოს. მერცის თქმით, გერმანია მონაწილეობას მიიღებს სირიაში არსებული ვითარების სტაბილიზაციაში. ამასთან, გერმანიის კანცლერმა გამოთქვა იმედი, რომ სირიელი ლტოლვილების მნიშვნელოვანი ნაწილი სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნდება, ხოლო მათ, ვინც უარს იტყვის ქვეყანაში დაბრუნებაზე, დეპორტაცია ემუქრება. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოში სირიიდან გერმანიაში 900,000 - ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.