უკვე მე-8 დღეა, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გედევან ფოფხაძე პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. როგორც მან აღნიშნა, საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეები უნდა გათავისუფლდნენ და ასევე ხელალახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. ამავე დროს, „ქართული ოცნების“ სხვა ოპონენტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირის გარდა, თბილისსა და რეგიონებშიც დაიწყოს. როგორია ოპოზიციის გეგმები?