მხოლოდ სახელად დარჩენილი კანდიდატის სტატუსი და დემოკრატიის უკუსვლა ბოლო ერთ წელიწადში. დასავლელი დიპლომატების კრიტიკულ მოწოდებებს კრიტკითვე პასუხობენ „ქართულ ოცნებაში“ - მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ბრიუსელი ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს შორდება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოფიციალური ბრიუსელი დიალოგს გაურბის და ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს, თუმცა, როგორც ამას „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, მიუხედავად ამისა, საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მომზადების პროცესს გააგრძელებს. ამის საპირისპიროდ, განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში - ხელისუფლების ოპონენტები მმართველ პარტიას ქვეყნის ინტერესების ღალატში სდებენ ბრალს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ აღწერს ქართული ოცნების მთავრობის მიერ დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას. აღნიშნულ საკითხს ყოფილი დიპლომატებიც გამოეხმაურნენ - მათ შეფასებით, უწყვეტი პროტესტი საბოლოო გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს - დიპლომატები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებებს იზიარებენ და სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ.