ოპოზიციურ პარტიებს შორის კვლავ საეჭვოა ერთიანობის შესახებ შეთანხმება - Palitra News

ოპოზიციურ პარტიებს შორის კვლავ საეჭვოა ერთიანობის შესახებ შეთანხმება

2025-11-05 09:53:32+04:00

ოპოზიციურ პარტიებს შორის კვლავ საეჭვოა ერთიანობის შესახებ შეთანხმება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აქტიურად საუბრობენ საერთო მიზნების გარშემო ძალების გაერთიანებაზე, თუმცა სხვა ოპოზიციურ სუბიექტებს ამ საკითხში განსხვავებული მიდგომა აქვთ. ოპოზიციის ერთი ნაწილი „ქართულ ოცნების“ ქუჩის პროტესტით ბრძოლას ამჯობინებს, ხოლო ხელისუფლების ოპონენტთა მეორე ნაწილი პოლიტიკურ ბრძოლას პარლამენტის დარბაზიდან ცდილობს. ამ ფონზე, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები კვლავ ცდილობენ საერთო ინიციატივების მოძებნას, თუმცა ერთიანობის ხარისხი და შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია - ჯერჯერობით უცნობია, გაერთიანდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები საერთო მიზნის მისაღწევად. „ქართული ოცნების“ რიტორკა კი კვლავ უცვლელია. მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციის შანსებს მიზერულად აფასებენ.